Posts

თბილისის სახელწოდება

თბილისის ძველი სახელწოდება იყო ტფილისი. ადრინდელ ქართულ წერილობით ძეგლებში სწორედ ასეთი ფორმითაა ის დამოწმებული. მაგ.  ევსტათი მცხეთელის ,  აბო ტფილელის  წამებასასა და  „მოქცევაჲ ქართლისაჲს“  ტექსტებში. საქართველოს დედაქალაქის ძველი ფორმიდან, ტფილისიდან წარმოსდგება მისი სახელი მეზობელთა ენებზე. მეზობელ ქვეყნებში ძველად ტფილისი სხვადასხვაგვარად გამოითქმოდა. თავდაპირველად სომხურად ტფილისი „ტფღის“-ად ( სომხ.   Տփղիս ) ჟღერდა, ბერძნულად (ბიზანტიური ხანიდან) გვხვდება „ტიფლის/ტიფლიზა“ ( ბერძნ.   Τιφλίδα ), ხოლო ლათინურად როგორც „ტიფლისი“, „ტიფლიტანა“ ასევე „ტრიფელისი“ ( ლათ.   Tiphlis/Tephlis/Tiphilis; Tiphlitana; Triphelis ) [3] [4] . ასევე ჟღერს თბილისის სახელი არამეულ ( არამ.   ܛܦܠܝܣ; תיפליס  ), სპარსულ ( სპარს.   تفلیس ) და თურქულ ენებზე ( თურქ.   Tiflis ).  რუსული  «Тифлис» არამეულ-სპარსულ-თურქულ ფორმას იმეორებს, მასვე მოსდევს ევროპის ენებში დამკვიდრებული „Tiflis“. საგულისხმოა ასევე თბილისი კავკასიურ ენებზე. ის ასე ...

თბილისის დაარსება(ლეგენდა)

ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია  ტყით  ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთ-ერთი ვარიანტით,  ვახტანგ I გორგასალს ) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და  ქალაქი  გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე  გოგირდის  აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი —  აბანოთუბანია .

თბილისი

Image
თბილისი  ( 1936  წლის 17 აგვისტომდე  ტფილისი ) —  საქართველოს   დედაქალაქი ;  1922 –1936  წლებში ერთდროულად იყო  ამიერკავკასიის სფსრ  დედაქალაქი; მდებარეობს  აღმოსავლეთ საქართველოში ,  თბილისის ქვაბულში , მდინარე  მტკვრის  ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება  საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით —  ივრის ზეგნის  ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი —  თრიალეთის ქედის  განშტოებები. ქალაქს 720 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.